ფეხბურთი

16:20 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა სურს, დე ლაურენტისს მისი შენარჩუნება

იტალიური გამოცემები „ბარსელონას“ მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს გამოეხმაურნენ.

როგორც Corriere Dello Sport-ი და La Repubblica იტყობინებიან, ქართველ ფეხბურთელს ჯერ „ნაპოლიში“ დარჩენა სურს, ხოლო კლუბს მისი შენარჩუნება.

შესაბამისად, კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდაზე მუშაობას მხარეები აგრძელებენ. აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ხვიჩას პირობები გაუუმჯობესოს და შეიძლება ახალ კონტრაქტში ჩაიდოს გამოსასყიდი პუნქტიც, რომლის მიხედვით მიუთითებენ კონკრეტულ ფასს და მსგავსი შეთავაზების შემთხვევაში კლუბი ვალდებული იქნება ხვიჩა გაყიდოს.

Corriere Dello Sport-ი იმასაც წერს, რომ კვარას ახალი კონტრაქტის გაფორმება ევროპის ჩემპიონატამდე არ უნდა. ამრიგად, ქართველის გეგმაში ჯერ ევრო 2024-ზე თამაშია, მხოლოდ ამის შემდეგ კონტრაქტის განახლებაზე იფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.137022