ფეხბურთი

1:31 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის 90 წუთი "ბარისთან", "კრემონეზე" მეორე ადგილზეა

იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სტუმრად „ბარი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მცველმა, რომელიც ბოლო დროს ვეღარ ხვდება იტალიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში, ამჯერად 90 წუთი გაატარა მოედანზე და ურიგო შთაბეჭდილებაც არ დაუტოვებია.

ლუკას სერია B-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ მან იტალიის თასზეც ითამაშა.

„კრემონეზემ“ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოახერხა გამარჯვება, რის შედეგადაც 59 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში კრემონელები 13 აპრილს, „ტერნანას“ უმასპინძლებენ.

0.120917