ფეხბურთი

23:39 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი თავს კარგად გრძნობს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიპე მინამბრესმა „სარაგოსასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გიორგი ქოჩორაშვილი კარგადაა და სათამაშოდ მზადაა. თუმცა, არ დაუკონკრეტებია ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ არა.

„ლევანტესა“ და „სარაგოსას“ მატჩი 6 აპრილს გაიმართება. გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.128243