ფეხბურთი

1:54 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "მატჩებს მამარდაშვილი იგებს"

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად „გრანადა“ 1:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა და ესპანური მედიისგანაც კარგი შეფასებები დაიმსახურა.

AS: „პირველ ტაიმში მას ბევრი საქმე ჰქონდა, რომელსაც გაუმკლავდა. მეორე ნახევარში კი „გრანადას“ ინტენსივობამ იკლო და თითქმის უსაქმოდ დარჩა“.

Eldesmarque: „შესვენებამდე თავის გუნდში საუკეთესო იყო. სამი სეივი ჰქონდა, რამაც „გრანადას“ გოლის გატანაში ხელი შეუშალა“.

Superdeporte: „მამარდაშვილი იგებს მატჩებს. „ვალენსიას“ მეკარე გადამწყვეტი იყო იმაში, რომ გუნდმა 3 ქულა აიღო „ლოს კარმენესზე“. ქართველმა ყველაფერი დაბლოკა და „ვალენსია“ რომ ანდრე ალმეიდას გოლამდე ცოცხალი მივიდა, მისი დამსახურებაა. მას 11 მშრალი მატჩი აქვს სეზონში“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 30 მატჩში 32 გოლი გაუშვა და 11-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. „ვალენსია“ 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 აპრილს, პამპლონაში, „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

0.113331