ფეხბურთი

1:32 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" საოცარი ქამბექი "მანჩესტერთან"

ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტური საოცრად დასრულდა. „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უდრამატულეს ბრძოლაში მოიგო.

თამაშს წარმოუდგენელი სცენარი ჰქონდა: მე-19 წუთისთვის ლონდონელები კონორ გალაჰერისა და კოულ პალმერის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, რასაც „მანჩესტერმა“ პირველი ტაიმის ბოლოს ალეხანდრო გარნაჩოსა და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით უპასუხა.

67-ე წუთზე გარნაჩომ დუბლი შეასრულა და ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 0:2-დან 3:2 დაწინაურდა. „წითელი ეშმაკები“ ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან, წამები დააკლდათ, მაგრამ საბოლოოდ წააგეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-10 წუთზე პალმერმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა ჰეთ-თრიქი შეასრულა და 4:3! ამრიგად, „ჩელსიმ“ მოიგო და 43 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 48 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

დღესვე, „ლივერპულმა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „შეფილდ იუნაიტედს“ ადვილად, 3:1 აჯობა და პრემიერლიგას 70 ქულით ლიდერობს.

„ჩელსი“ – „მანჩესტერი“ 4:3 (2:2)

გოლები: 1:0 გალაჰერი (4), 2:0 პალმერი (19, პენ), 2:1 გარნაჩო (34), 2:2 ბრუნო ფერნანდეში (39), 2:3 გარნაჩო (67), 3:3 პალმერი (90, პენ), 4:3 პალმერი (90)

0.120203