ფეხბურთი

0:56 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილის "შტურმმა" "ზალცბურგს" სტუმრად აჯობა და ავსტრიის თასის ფინალში გავიდა

ავსტრიის თასის ნახევარფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სტუმრად „ზალცბურგი“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შედეგად, გრაცელები ტიტულის შენარჩუნებასთან ახლოს არიან. კიტეიშვილი მცირე ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და დღევანდელ შეხვედრაში ითამაშა, ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

„შტურმი“ თავიდან აგებდა (0:1), მაგრამ შემდეგ უპირატესობა მოიპოვა, ჯერ 3:1 დაწინაურდა, მერე ანგარიში 4:2-ც იყო, საბოლოოდ კი, 4:3 მოიგო.

მოგეხსენებათ, ავსტრიის თასი „შტურმმა“ გასულ სეზონში მოიგო, ხოლო ახლა ზედიზედ მეორედ ეცდება ამ ტიტულის მოპოვებას. გრაცელთა მეტოქე ფინალში 1-ელ მაისს ვენის „რაპიდი“ იქნება.

0.11632