ფეხბურთი

0:25 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

„ბორდოს“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი შემტევი კონკრეტულად ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. 30-ე ტურში დავითაშვილმა „პარიზის“ წინააღმდეგ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, რითაც თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა (3:3).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. „ბორდო“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.

0.115355