ბაქოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ქართველი მოჭიდავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ასეთია:
60 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ - იური ლომაძე
87 კგ - გურამ ხეცურიანი
97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
130 კგ - სულხან ბუიძე
ბაქოში 5-8 აპრილს გასამართ ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ევროპელი მოჭიდავეები ჩაებმებიან. პარიზის საგზურს ფინალისტები მოიპოვებენ.
პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ქართველებიდან ჯერჯერობით მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს აქვთ მოპოვებული.