„ტრაბზონსპორის“ ფეხბურთელებმა თურქეთის სუპერლიგის ხელმძღვანელობის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტი გამოხატეს.
„ქონიასპორთან“ შეხვედრა დაიწყო, მაგრამ ტრაბზონელები მოედნის თავის ნახევარზე იდგნენ და დაახლოებით წუთის განმავლობაში თამაშში არ ჩაერთნენ. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ გარემოებით არ ისარგებლეს და ბურთს მხოლოდ საკუთარ ნახევარზე ერთმანეთში სიმბოლურად ათამაშებდნენ.
„ტრაბზონსპორი“ მას შემდეგ დასაჯეს, რაც „ფენერბაჰჩესთან“ მატჩის მერე ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს თავს დაესხნენ. შედეგად, „ტრაბზონი“ 6 მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს და ასევე დააჯარიმეს ფინანსურად.