თურქეთის პირველი ლიგის 28-ე ტურში „ქოჯაელისპორმა“ ერთ-ერთი კონკურენტი „გიოზთეფე“ 3:2 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 83-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა.
მასპინძელთა შორის მხოლოდ გიორგი ბერიძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო დავით სხირტლაძე და გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ „ქოჯაელისპორმა“ სამივე გოლი პენალტით გაიტანა, მატჩის ბოლო 10 წუთში! ჰეთ-თრიქი შეასრულა დანიელ კანდეიაშმა. პირველი პენალტი ბერიძემ მოიპოვა, ხოლო მესამე პენალტიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც გიორგიმ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა და იქ მასპინძელთა ფორვარდის დარტყმა მცველს ხელზე მოხვდა.
„ქოჯაელისპორი“ 48 ქულით მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაშია, მომდევნო ტურში კი, 7 აპრილს, „ქორუმს“ ესტუმრება.