ფეხბურთი

21:29 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "მაქვს ვარიანტები, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ადგილობრივ გამოცემა Krone-ს მცირე ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით.

„ტრავმა? თავს კარგად ვგრძნობ, მალე მზად ვიქნები. ჩვენი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი წარმატებაა.

„შტურმთან“ ჩემი კონტრაქტი იწურება. რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები და ვარიანტები, მაგრამ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, „შტურმი“ ჩემი სახლია, ეს კლუბი ოჯახივითაა. ანდრეას შიკერი მუდმივ კონტაქტზეა ჩემთან, კონტრაქტი მზადაა, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია დავრჩები თუ არა.

„ზალბურგთან“ მატჩისთვის მზად ვიყავი. ეს მარცხი ძალიან მტკივნეული იყო, უშუალო კონკურენტთან წავაგეთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია მიზნის მიღწევა, როგორც ბუნდესლიგაში, ისე თასზე. შარშან ისინი მეოთხედფინალში დავამარცხეთ და გვინდა, იგივე ამჯერად ნახევარფინალში გავაკეთოთ“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას გრაცულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

0.125996