ფეხბურთი

18:15 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" პრეზიდენტი პროკურატურამ დაკითხა

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურაში დაკითხეს. ინფორმაციას იტალიური კლუბის ვებგვერდი ადასტურებს.

გამოძიება მიმდინარეობს ფრანგული „ლილიდან“ 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ ტრანსფერში დარღვევები იყო და ნეაპოლელებმა ფინანსური მოგება კანონდარღვევებით სცადეს.

ცნობილია, რომ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 71 მილიონ ევროდ შეიძინა, საიდანაც 50 მილიონი გადაიხადა, მაგრამ დანარჩენი თანხა ახალგაზრდა ფეხბურთელებში გაიქვითა, რომლებშიც „ლილში“ საერთოდ არ უთამაშიათ, მეტიც, პროფესიონალურ დონეზე არ თამაშობენ.

ჯერჯერობით, უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება და რა სახის სანქციები ემუქრება, როგორც „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს, ისე კლუბს. შარშან იგივე დანაშაულის გამო ტურინის „იუვენტუსს“ ქულები დააკლეს, კლუბის რამდენიმე მენეჯერმა კი, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო.

0.120797