ფეხბურთი

17:04 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" სეზონში პირველი თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „სამტრედიამ“ უშუალო კონკურენტ „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდი ამ ტურამდე მოუგებელი იყო, შესაბამისად, ცუდი სერია სამტრედიელებმა შეწყვიტეს. მატჩის გმირი რევაზ ინჯგია იყო, რომელმაც მე-19 და 37-ე წუთებზე ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მერე არაფერი შეცვლილა.

„სამტრედიამ“ ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, გორის „დილას“ ესტუმრება. „სამგურალს“ მხოლოდ 2 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას შინ „თელავთან“ ჩაატარებს.

0.113157