ფეხბურთი

16:33 | 3.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი დი ლორენცომ შეიძლება "ნაპოლის" დატოვოს

„ნაპოლი“ შეიძლება კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ დატოვოს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის მცველმა კლუბთან 2028 წლამდე კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, არაა გამორიცხული ზაფხულში მან კლუბიდან წასვლა გადაწყვიტოს.

გავრცელებული ინფორმაციით, დი ლორენცოს მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ასტონ ვილა“ იჩენენ, სხვა დეტალები კი, უცნობია.

ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 223 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. მას სხვადასხვა დროს „რეჯინაში“, „კუნეოში“, „მატერასა“ და „ემპოლიში“ აქვს ნათამაშები. იტალიის ნაკრების ღირსება დღემდე 34 შეხვედრაში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.111941