უეფას ვებგვერდზე ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება.
ბილეთების რეალიზება ხსენებულ დღეს, თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება. უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელდება.
ცნობილია, რომ ბილეთების ფასი ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი - 30, 60, 150, 200 და 400 ევრო ღირს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.