ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე 61 კგ. წონით კატეგორიაში, პარიზის ოლიმპიური თამაშების სავალდებულო სალიცენზიო ჩასათვლელ ტურნირზე შოთა მიშველიძე წარსდგა.
ძალოსანმა ატაცში 130 კგ. დაძლია, მე-8 ადგილზე გავიდა, აკვრაში დაძლეული 152 კილოგრამით კი მე-14 საფეხურზეა. მიშველიძემ ორჭიდში მოგროვილი 282 კილოგრამით მე-12 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მიშველიძემ მსოფლიო თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა და ახლა უკვე ლიცენზიის ოფიციალურ დასტურს ელოდება.