ფეხბურთი

12:16 | 2.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო მოთამაშედ „ალ-ნასრის“ 39 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აღიარეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრო ლიგის პრესსამსახური სოციალურ ქსელ ტვიტერზე იუწყება.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ალ-რაედთან“ (1:3) პორტუგალიელ ფეხბურთელს ეფექტური ქმედება არ ჰქონია. „ალ-აჰლისთან“ 24-ე ტურის შხვედრაში (0:1) რონალდუმ გამარჯვების გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 25-ე ტურის მატჩში „ალ-ტაისთან“ (5:1) კი ცნობილმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 33 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.131057