ფეხბურთი

19:18 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილ გერმანელ ფეხბურთელს მოურინიუს „ბაიერნის“ სათავეში ხილვა სურს

გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი მიიჩნევს, რომ „ჩელსის“ ყოფილ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიუს შეუძლია „ბაიერნში“ წარმატებით მუშაობა.

„სერიოზულად უნდა იფიქროთ იმაზე, გსურთ თუ არა მწვრთნელის მოყვანა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი მათგანია ბაზარზე. ვფიქრობ მოურინიუზე. ის გამორჩეული პროფესიონალია“, - ციტირებს ჰამანის სიტყვებს Sky Sport.

61 წლის მოურინიუს ბოლო კლუბი „რომაა.“ პორტუგალიელმა გუნდი 2024 წლის იანვარში დატოვა. იტალიურ კლუბამდე სპეციალისტი ხელმძღვანელობდა „ბენფიკას,“ „პორტუს,“ „ჩელსის,“ „ინტერს,“ მადრიდის „რეალს,“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემს.“

გერმანიის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ 60 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერ „ბაიერთან“ სხვაობა 13 ქულაა.

0.111063