ფეხბურთი

18:17 | 1.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 2: დევდარიანის დებიუტი, „გარეჯის“ პირველი გამარჯვება

ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტური დღეს, 1 აპრილს დასრულდა. შარშანდელმა ლიდერმა, „გარეჯმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საგარეჯოელებმა შინ „დინამო 2“-ს 3:0 სძლიეს და სარტზე ორი მარცხისა და ერთი ფრის შემდეგ, 4 ქულით მე-7 ადგილზე დადგნენ (გოლები: ლევან პაპავა, ბადრი გოგობერიშვილი, ვალერი ოლხოვი).

„დინამო 2“ 7 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა მოაგროვეს დებიუტანტებმა დუშეთის „არაგვმა“ და სართიჭალის „შტურმმა.“ ისინი შესაბამისად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. სხვათა შორის, ესენი ორივე საშინაო მატჩებს სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე ატარებენ.

დღესვე 1:1 დასრულდა „სპაერისა“ და „ვიტ ჯორჯიას’ შეხვედრა. ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა. ჯერ ვიტელები 51-ე წუთზე ბექა გუგბერიძემ დააწინაურა, 9 წუთში კი მასპინძელმა საბა გეგიაძემ წონასწორობა აღადგინა.

„ვიტ ჯორჯია“ 10 ქულით ლიდერია, 4-ქულიანი „სპაერი“ კი მე-8 ადგილზე დგას.

„სიონში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცნობილი ქართველი სპეციალისტის, გიორგი დევდარიანის დებიუტი შედგა.

მე-4 ტური: ლოკომოტივი - შტურმი 1:1, კოლხეთი ხობი - სიონი 0:0, არაგვი - რუსთავი 1:2, სპაერი - ვიტ ჯორჯია 1:1, გარეჯი - დინამო 2 3:0

0.102973