ნეიმარს „სანტოსში“ დაბრუნება სურს. როგორც ბრაზილიური მედია წერს, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი მშობლიურ კლუბში დაბრუნებას 2025 წლის ზაფხულისთვის გეგმავს.
ნეიმარი ამჟამად „ალ-ჰილალის“ წევრია, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (3 საგოლე პასი). შემდეგ მან სერიოზული ტრავმა მიიღო და კარგა ხანს მოედანზე ვერ გავა.
თუმცა, ნეიმარი იმედოვნებს, რომ არაბული კლუბისგან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდება და „სანტოსში“ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი კარიერა.