საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ტაილანდში მსოფლიო თასზე (31 მარტი - 11 აპრილი) იასპარეზებს.
შეჯიბრზე, რომელზეც პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება ქართველი ძალოსნები 2 აპრილიდან ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო შეჯიბრზე გამოცხადება აუცილებელია.
ქართველ ძალოსანთა გამოსვლის განრიგი:
2 აპრილი 19:00 სთ
შოთა მიშველიძე (61 კგ.)
5 აპრილი 19:30 სთ.
საბა ასანიძე (89 კგ.)
8 აპრილი 22:00 სთ.
ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
10 აპრილი 16:30
ანასტასია გოტფრიდი (+87 კგ.)
10 აპრილი 22:00 სთ
ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
11 აპრილი 19:00 სთ.
ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)