ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის "სან ანტონიო სფურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა, თუმცა 23 წლის ფორვარდის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 24:37 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 6-ჯერ ისროლა, საიდანაც 4 სროლა ზუსტი იყო, მან ასევე 2 დან 2 ჯარიმა ჩააგდო.
„სან ანტონიოს“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა.
ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.