ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო.
ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია. ავსტრიული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა, მაგრამ მისი ხარისხი უცნობია. ქართველი განაცხადშიც არ იყო.
„შტურმი“ საჩემპიონო რბოლაში „ზალცბურგს“ 5 ქულით ჩამორჩა და ტიტულისთვის ბრძოლა სეზონის დარჩენილ ნაწილში ძალიან გაუჭირდება.