ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „ლივერპულმა“ „ბრაიტონ ალბიონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
სტუმრები მეორე წუთზე დენი უელბეკის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მერსისაიდელებმა 27-ე წუთზე ლუის დიასის გოლით უპასუხეს.
„ლივერპულმა“ თამაში მოჰამედ სალაჰის გოლით მოიგო, რომელმაც მეტოქის კარი 65-ე წუთზე დალაშქრა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპმა რობერტო დე ძერბი პირველად დაამარცხა (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება იტალიელის სასარგებლოდ).
„ლივერპული“ 67 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. „ბრაიტონი“ 42 ქულით მეცხრე ადგილზეა.