ძიუდო

15:06 | 31.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტალიის გრანდ სლემზე უმედლოდ

საქართველომ ანტალიის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ხუთი ქართველი გავიდა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ბაბუციძემ ბაჰრეინელ სულიმ მარაეის და ბოსნიელ ტონი მილეტიჩის აჯობა, მაგრამ თურქ მიჰაილ ზგანკთან მარცხით გამოსვლა დაასრულა. ამავე წონაში ბაქარ ერაშვილმა ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდთან ვერაფერი გააწყო.

100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძემ სასტარტო შეხვედრა წააგო რუმინელ ეშლი გონსალესთან, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა მონაკოელ მარვინ გადოსთან გამარჯვება მოახერხა, მაგრამ სლოვაკ მარიუს ფიცელთან წააგო.

ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პოლონელ ურშულა ჰოფმანთან დამარცხდა და ასპარეზობა ვეღარ განაგრძო.

საქართველომ ანტალიის გრანდ სლემზე 9 ძიუდოისტით იასპარეზა და მედლის გარეშე დარჩა.

0.123646