NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მემფის გრიზლი“ დამაჯერებლად 118:88 დაამარცხა.
ქართველ ცენტრს ამჯერად მიეცა თამაშის შესაძლებლობა, მართალია მხოლოდ 9 წუთით, მაგრამ თავის გამოჩენა 4 ქულით და 4 მოხსნით მაინც მოასწრო. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.
„ორლანდომ“ ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 31 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 2 აპრილს, „პორტლენდთან“ ჩაატარებს.