ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ასტონ ვილამ“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
36-ე წუთზე ანგარიში ბირმინგემელთა ნახევარმცველმა მუსა დიაბიმ გახსნა. 65-ე წუთზე მასპინძლების მეორე გოლი მცველმა ეზრი კონსამ გაიტანა, იმავე დიაბის გადაცემით.
შედეგად „ასტონ ვილამ“ პრემიერლიგის ცხრილში ცოტა ხნით დაკარგული მეოთხე ადგილი დაიბრუნა. უნაი ემერის გუნდს 30 მატჩში 59 ქულა აქვს.
„ვულვერჰემპტონი“ 41 ქულით მე-10 ადგილზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. 30-ე ტური. 30 მარტი: ნიუკასლი - ვესტ ჰემი 4:3, ბორნმუთი - ევერტონი 2:1, ნოტინგემ ფორესტი - კრისტალ პალასი 1:1, ტოტენჰემი - ლუთონი 2:1, ჩელსი - ბარნლი 2:2, შეფილდ იუნაიტედი - ფულემი 3:3, ასტონ ვილა - ვულვერჰემტონი 2:0, ბრენტფორდი - მანჩესტერ იუნაიტედი მოგვიანებით გაიმართება