საფრანგეთის ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდო“ „პარიზთან“ მარცხის გადაურჩა (3:3), რაშიც ზურიკო დავითაშვილის დიდი წვლილია.
ქართველმა ფეხბურთელმა 42-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა, ხოლო ბოლო წუთზე გოლს საგოლე პასიც დაუმატა, როდესაც დიასმა ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს „ბორდოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
„ბორდო“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 აპრილს, სტუმრად „კაენს“ შეხვდება.