ფეხბურთი

20:18 | 30.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ „ჰოფენჰაიმს“ მოუგო და წაუგებელი სერია 39 მატჩამდე გაახანგრძლივა

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩში, ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

33-ე წუთზე ჰოფენჰაიმის თავდამსხმელმა მაქსიმილიან ბაიერმა გახსნა ანგარიში. ეს თანაფარდობა კარგა ხანს გრძელდებოდა, მაგრამ ბოლოსკენ მაინც ჩაბი ალონსოს შეგირდებმა იძალეს. 88-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა რობერტ ანდრიჩმა გაათანაბრა. გამარჯვება კი „ფარმაცევტებს“ თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა მოუტანა, რომელმაც 90+1-ე წუთზე შეაგდო.

ამგვარად, „ბაიერის“ ყველა ტურნირზე წაუგებელი სერია 39 მატჩს შეადგენს.

„ბაიერმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 მატჩის შემდეგ 73 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 27-ე ტური. 30 მარტი: აინტრახტი - უნიონ ბერლინი 0:0, ბაიერი - ჰოფენჰაიმი 2:1, გლადბახი - ფრაიბურგი 0:3, ვერდერი - ვოლფსბურგი 0:2, ლაიპციგი - მაინცი 0:0, ბაიერნი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

0.124269