საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დღეს, „ლევანტესა“ და „ვალიადოლიდის“ მატჩში არ ითამაშებს.
ვალენსიურ გუნდში გიორგის დასვენების საშუალება მისცეს რთული სანაკრებო შეხვედრების შემდეგ. ამიტომ, ის განაცხადში არ არის და გუნდს 6 აპრილს, „სარაგოსასთან“ შეხვედრისთვის დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.