ძიუდო

16:12 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თენგო ზირაქაშვილი ანტალიის გრანდ სლემზე უმედლოდ დარჩა

დღეს, ძიუდოში სტარტი აიღო ანტალიის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებიდან მხოლოდ თენგო ზირაქაშვილმა იასპარეზა.

66 კგ წონით კატეგორიაში ზირაქაშვილმა კოლუმბიელი ხუან ფერნანდესი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ფრანგ ვალიდ ხაირთან დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.

ანტალიის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული, სულ 9-კაციანი შემადგენლობით გამოდის. შეჯიბრება ხვალ და ზეგ გაიმართება.

0.064265