ფეხბურთი

12:48 | 29.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" მენიო შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „მილანს“ დაუკავშირეს. ცნობილი გამოცემა Tuttosport-ი წერს, რომ მაიკ მენიო თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „როსონერი“ ქართველი კიპერის ყიდვას ეცდება.

ფრანგ მენიოს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება და იტალიელებს მისი შენარჩუნება სურთ, მაგრამ არ აპირებენ მას 8 მილიონი ევრო გადაუხადოს სეზონში, რასაც მენიო ითხოვს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, „მილანი“ მზადაა მენიო 70-80 მილიონ ევროდ გაყიდოს, მით უფრო, მას მსურველი კლუბები არ აკლია.

შემცვლელად „როსონერიში“ მამარდაშვილს განიხილავენ, რომელსაც „ვალენსია“ 40-50 მილიონ ევროდ აფასებს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. გიორგის ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „მილანის“ სიაში გიორგის გარდა, ასევე არის „მონცას“ კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9-ჯერ კარი მშრალადაც შეინახა.

0.116252