მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ჩაბი ალონსო მომდევნო სეზონშიც „ლევერკუზენშიც“ დარჩება.
ჰიონესს დიდი იმედი არ აქვს, რომ ესპანელი ზაფხულში „ბაიერნის“ მწვრთნელი გახდება.
„ჩემი აზრით, ჩაბი ალონსოს გადმობირება ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი. ვფიქრობ, რომ „ლევერკუზენში“ დარჩება“, - თქვა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, ჩაბი ალონსოს ყველაზე აქტიურად „ბაიერნს“ და „ლივერპულს“ უკავშირებენ, კლუბებს, სადაც მას ფეხბურთელობისას უთამაშია. გერმანელებს სეზონის ბოლოს ტომას ტუხელი, ხოლო ინგლისელებს იურგენ კლოპი დატოვებს.