ფეხბურთი

22:29 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Goal: "ევრო 2024-ზე საქართველოს შანსი მცირეა, მაგრამ მათ კვარაცხელია ჰყავთ"

ცნობილი გამოცემა Goal-ი ევრო 2024-ზე გასული ნაკრებების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. წყაროს თანახმად, დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლები შანსი საქართველოს ნაკრებს აქვს და 24 გუნდში 24-ე ადგილი მიანიჭეს, მაგრამ სტატიის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს არ ივიწყებს.

„საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ რვა მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და მეოთხე ადგილი დაიკავა 8 ქულით. თუმცა, ისინი პლეი-ოფში ერთა ლიგის მეშვეობით მოხვდნენ.

ბუდუ ზივზივაძის ორი გოლით მათ ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხეს, ხოლო ფინალში ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ საქართველო პირველად გავიდა დიდ ტურნირზე, რასაც თბილისში დიდი ზეიმი მოჰყვა.

გერმანიაში საქართველოს ნაკრებისგან მცირე მოლოდინია, თუნდაც იმიტომ, რომ F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად არიან. მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ ჰყავთ ოსტატი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შეუძლია მაგიური მომენტების შექმნა“, - წერს Goal-ი.

ამავე გამოცემის ვერსიით, ევრო 2024-ის რეიტინგში პორტუგალია მეორე, თურქეთი მე-13 და ჩეხეთი მე-17 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.115476