„ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში ადგილობრივ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველოში ისტორია დაწერეს, მაგრამ ახლა მთავარი აწმყოზე ორიენტირებაა.
„ჩვენ დავწერეთ საქართველოს ისტორია და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნულ ნაკრებში თამაში. ამ სიხარულით ტკბობა სწორია, მაგრამ ახლა კონცენტრირება აწმყოზე უნდა მოვახდინოთ და უკვე ორიენტირებული ვარ „ლევანტეს“ მატჩებზე.
პირველი პენალტი? მთავარი ისაა, რომ თავს ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობდი. ახლა მგზავრობისგან დაღლილი ვარ, ბაზაზე უნდა წავიდე, რომ ენერგია აღვიდგინო და გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყო. მინდა, სეზონის დასკვნით ნაწილში „ლევანტეს“ დავეხმარო იქ დაბრუნებაში, სადაც ყოფნას იმსახურებს და დროა ყველაფერი გავაკეთოთ „ლევანტესთვის“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.