ფეხბურთი

12:53 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: „ძალიან ბედნიერი ვარ“

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩვენ ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა და შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა:საბერძნეთთან თამაშს ვუცქირე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფანტასტიკური შედეგია! მათ დიდებული მწვრთნელი ჰყავთ და ჩემს შემდეგ დიდი სამუშაოც გასწიეს.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი განვითარდა და ამაში წვლილი საოცარმა ქომაგებმაც შეიტანეს. მათ ეს წარმატება დაიმსახურეს და ცხადია, მეც გახარებული ვარ. ახლანდელ საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ჰყავთ დიდებული მეკარე და ჯამშიც კარგი გუნდია.

კონკრეტულად რა შეიცვალა ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ბიჭები, რომელთაც ჩემს დროს შანსი მიეცათ, ახლა უფრო გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და ხარისხი გააჩნია და სათამაშო სტილიც შეიცვალა: ჩვენ დროს უფრო დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით, სწრაფ კონტრშეტევებზე ვიყავით ორიენტირებულნი და ფეთქებადი სტილი ნაკლებად გვქონდა.

სამწუხაროდ, 4 წლის წინ, ფლეი ოფში ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხება ვერ მოვახერხეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ისტორია არ განმეორდა. ბერძნებთან ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მეც ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები".

ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-20 წლებში წვრთნიდა.

0.117759