ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრები VAR-ის გარეშე აღარ ითამაშებს, თუნდაც ამხანაგურ მატჩში.
ბრაზილიელი ესპანეთთან მატჩში, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა, მსაჯობით უკმაყოფილო დარჩნენ, ამ შეხვედრაში კი ვიდეორეფერის სისტემა არ იყო.
„ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ფიფას აცნობებს, რომ არა მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში, არამედ ამხანაგურ შეხვედრაში ისინი ვალდებული უნდა იყვნენ გამოიყენონ VAR-ი, როდესაც ბრაზილია ითამაშებს. ევროპაში ფეხბურთი ძალიან განვითარებულია და არ მესმის, რატომ არ იყო VAR-ი ასეთ მნიშვნელოვან მატჩში.
ვიდეორეფერის სისტემა არსებობს და ამ ტიპის შეხვედრებშიც უნდა იყოს. ბრაზილიაში მეოთხე დივიზიონშიც კი ვიყენებთ VAR-ს, ასევე ქალთა ლიგებსა და ახალგაზრდულ ჩემპიონატებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად იყენებს VAR-ს, რატომ არ უნდა გამოიყენონ აქ?“, - თქვა როდრიგესმა.