ფეხბურთი

3:35 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ასეთი ფინალი უფრო ტკბილია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„მარტივი ნამდვილად არაფერია. რთული და ემოციური იყო, როცა იცი, რომ გადამწყვეტ პენალტს ურტყამ. მგონია, რომ ლოგიკურად გადაწყდა, რადგან დაძაბული თამაში იყო და ასეთი ფინალი უფრო ტკბილი და საინტერესოა ჩვენთვის. ჩვენმა ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ყველანაირი გამოცდილება მიიღეს.

უმეტეს შემთხვევაში ბოლო დარტყმაა მეხუთე და ვიცოდი, რომ მე მომიწევდა. მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მე ვიყავი და პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. პირიქით, სასიამოვნოა, რომ პასუხისმგებლობის ამღები ფეხბურთელები გვყავს. როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, ყველაფერზე და თან არაფერზე ვფიქრობდი.ასეთი მდგომარეობა მე პირადად არასდროს მქონია, რადგან ეს მთელი საქართველოს წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემს ტვინში ხმაურიანი სიჩუმე იყო“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

0.123223