ფეხბურთი

22:26 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ 2025 წელს კიმიხის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძენა სურს

„ბარსელონამ" მიუნხენის „ბაიერნის" 29 წლის ნახევარმცველ იოზუა კიმიხს აცნობა, რომ მზადაა მის შესაძენად 2025 წლის ზაფხულში, როდესაც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურება - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, „ბლაუგრანამ" გერმანელ ფეხბურთელს ასევე აცნობა, რომ კლუბის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო მზად არ არიან მისი ტრანსფერისთვის თანხა გადაიხადონ.

თავის მხრივ, კიმიხი იმედგაცრუებულია, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ მას მხარი არ დაუჭირა მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელთან კონფლიქტურ სიტუაციაში და განიხილავს გერმანული კლუბის დატოვების ვარიანტს. ფეხბურთელისთვის ასევე იბრძვიან „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ჩელსი“ და პსჟ.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კიმიხმა ყველა ტურნირზე 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114093