„მანჩესტერ იუნაიტედი" მომავალ სეზონში შესაძლოა ევროტურნირების მიღმა დარჩეს, უეფა-ს ახალი „მრავალჯერადი საკუთრების" წესის გამო, რაც ნიშნავს, რომ ერთი და იმავე მფლობელის ქვეშ მყოფი კლუბებს ეკრძალებათ ერთ შეჯიბრში მონაწილეობა - გვამცნობს Sport.es.
„წითელი ეშმაკების“ ახალი თანამფლობელი ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია, რომლის კომპანია ასევე ფლობს ფრანგულ კლუბ „ნიცას.“
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონატში ახლა მეექვსე ადგილზეა, რითაც ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.
თავის მხრივ, „ნიცა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ამჟამად მეოთხე ადგილზეა, რაც იმავე ტურნირში მონაწილეობის უფლებას იძლევა.