ფეხბურთი

20:19 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ მოსტოვოი: „საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან ძალიან გაუჭირდება. თუმცა მე ქართველების ქომაგი ვარ“

მოსკოვის „სპარტაკის“ და „სელტას“ ყოფილი ნახევარმცველი, 55 წლის ალექსანდრ მოსტოვოი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

„საბერძნეთის ნაკრების თამაში ვნახე და ვფიქრობ, საქართველოს ძალიან გაუჭირდება. კარგია, რომ შინ თამაშობენ და კვარაცხელია ეყოლებათ. ბერძნებსაც ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაგან ბევრი ევროპაში თამაშობს.

გასაგებია, ჩვენ საქართველოს დავუჭერთ მხარს, მე ყოველთვის ქართველების ქომაგი ვიქნები, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა“, - ციტირებს მოსტოვოის სიტყვებს Championat.com.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მარტს, საქართველო საბერძნეთს თბილისში დაუპირისპირდება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელ ფლეი ოფის ფინალში. თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.114117