19-წლამდელთა ელიტ რაუნდში, რომელიც იტალიურ ლინიანო-საბიადოროში ტარდებოდა, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა პირველ ტურში ჩეხეთთან მარცხის (0:1) შემდეგ, დაძაბული მატჩი მოუგეს შოტლანდიას (3:2), მაგრამ ამ ასაკის ელიტრაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.
2 ტურის შემდეგ მასპინძელი იტალია უდანაკარგო გახლდათ. სწორედ მათ ვხვდებოდით ბოლო ტურში, თუ მოვიგებდით და შოტლანდია ჩეხებს ქულებს დააკარგვინებდა. იყო შანსი სამ გუნდს დაეგროვებინა 6-6 ქულა. ასეთ შემთხვევაში, მაჩვენებლები სწორედ ამ გუნდებს შორის დაითვლებოდა.
მაგრამ იტალიელებმა 5:0 მოგვიგეს და ასპროცენტიანი შედეგით გავიდნენ ჯგუფიდან. ჩეხებმა შოტლანდია 2:0 დაამარცხეს და 6 ქულით მე-2 ადგილზე დარჩნენ.
3-ქულიანი საქართველო მესამეზე გავიდა, უქულო შოტლანდია კი ბოლოზე.