საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ცნობილია.
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია; ჩაკვეტაძე; ზივზივაძე, კვარაცხელია
საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი, ბალდოკი, მავროპანოსი, ჰაძიდიაკოსი, ციმიკასი; ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი; მასურასი, იოანიდისი, პელკასი
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.