საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩის დღეს გაირკვა გუნდის სამატჩო განაცხადშიც. ვინაიდან, სანიოლის განკარგულებაში 26 ფეხბურთელი იყო, 3 მათგანი განაცხადს მიღმა დარჩა - საბა საზონოვი, ანზორ მექვაბიშვილი და ვლადიმერ მამუჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.