ფეხბურთი

11:00 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაფუს 4 მილიონი ევროს ვალი დაუგროვდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მარკოს კაფუს დაახლოებით 4 მილიონი ევროს ვალი აქვს, რის გამოც სან პაულუში ვილას ჰყიდის.

UOL-ის ინფორმაციით, Capi Penta International Player კომპანიის დაშლის გამო, რომელიც კაფუმ 2004 წელს შექმნა, მაგრამ 2019 წელს გაკოტრდა, ბრაზილიელს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.

მას სხვადასხვა სახის კრედიტორების 4 მილიონ ევრომდე მართებს. სწორედ ამიტომ, სან პაულუში მდებარე ვილა აუქციონზე გაიტანა, რომლის ღირებულება 7 მილიონ ევროს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ კაფუ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია, მან კარიერის საუკეთესო წლები „რომასა“ და „მილანში“ გაატარა.

თეგებიკაფუ
0.116883