საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფრანგმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და თქვა:
„წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვფიქრობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, თვეები, წლები. წასვლაზე აქამდე არ მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძობ, პროფესიონალებთან მუშაობა მიწევს და ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.
განსხვავება ფეხბურთელობასა და მწვრთნელობას შორის? ფეხბურთელი თავის შედეგბს მყისიერად აფასებს, შედეგსაც მოედანზე იღებს, მწვრთნელს გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ყველაფერი უნდა შეაფასოს, გათვალოს და დაახარისხოს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს შედეგი გამოიღო ჩვენმა სამწლიანმა მუშაობამ.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ არასდროს იცი ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ამიტომ, ბიჭებთან პენალტების წინ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ. ქოჩორაშვილმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ პირველ პენალტს დაარტყმდა, რაც არ გამიკვირდა, რადგან ძალინ ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და ნაკრებში მისი გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ის გუნდის ლიდერია. პენალტების დარტყმას ზოგადად დიდი "კვერცხები" სჭირდება.
ზოგადად არ მინდა ფეხბურთელები გამოვარჩიო, მაგალითად, დვალმა ფანტასტიკურად ითამაშა და მისი პენალტი ამსახველია იმ თამაშის, რომელიც ჰქონდა. ასევე უნდა გამოვყო ზუკა, მიქაუტაძეც. აუცილებლად უნდა ვთქვა კვეკვესკირზე, მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების მერე ყველაზე მეტი იტირა, ვოლო დროს ნაკრებში ბევრი თამაში არ უწევს, მაგრამ ბოლო მივიდა ბურთთან და გაიტანა, ეს აჩვენებს მის ძლიერ ხასიათს და უბრალოდ კარგი ისტორიაა. დიდი მადლობა ბიჭებს“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.