კილიან მბაპემ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ მას მომავალზე აღარ ელაპარაკებიან. ფრანგმა გულშემატკივრები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერი გაირკვევა.
„ევროპის ჩემპიონატზე ხალხი მშვიდად იქნება, რადგან ყველაფერი ეცოდინებათ. პსჟ-სთვის ჩემი მომავალი აღარ არის აქტუალური თემა, ამაზე აღარავინ მელაპარაკება“, - აღნიშნა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.