ძიუდო

18:59 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრანდ სლემზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მან გზად ორ ქართველს აჯობა: ჯერ გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს, ხოლო ნახევარფინალში მიხეილ ჯაფარიძეს. ნიკოლოზმა ფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა და თბილისში ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, მაგრამ უნგრელ შომბორ ვეგთან წააგო და უმედლოდ დარჩა.

0.135428