კალათბურთი

18:35 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 26-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ ძალზე დაძაბულ ბრძოლაში „გრან კანარია“ 93:92 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო წამამდე არ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ, მასპინძლებმა დერბი მაინც მოიგეს.

გიორგი შერმადინმა შესანიშნავად ითამაშა, რომელმაც 27 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 5 (!) დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა, რითაც მატჩის MVP გახდა, მაგრამ უდიდესი ალბათობით, ტურის MVP-ც გახდება.

„ლენოვო ტენერიფე“ 16 მოგებით და 10 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, სტუმრად „პალენსიას“ დაუპირისპირდება.

0.11958