ფეხბურთი

12:43 | 24.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "სუპერლიგა 2 წლის წინ რომ დაგვეწყო, ბევრ ფულს ვიშოვიდით, მაგრამ 2025 წელს დაიწყება"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მადრიდის „რეალსა“ და სუპერლიგაზეც ისაუბრა.

ლაპორტას სჯერა, რომ სუპერლიგის ტურნირი 2025 წლიდან დაიწყება:

„სუპერლიგა ორი წლის წინ რომ დაგვეწყო, დიდ ფულს ვიშოვიდით. ზუსტი რაოდენობის თქმა არ მინდა, რადგან ეს სხვადასხვა რამეებზეა დამოკიდებული. ძალიან საინტერესო ტურნირი იქნება და მჯერა, რომ 2025 წელს დაიწყება.

მადრიდის „რეალზე“ ჯერ კიდე გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ, რადგან ის, რასაც ამ კლუბის ტელევიზია აკეთებს, სირცხვილია! ყოველ კვირაში ჩვენზე ზეწოლას ცდილობენ, მსგავსი ვიდეოები მსაჯებთან მიმართებაში ჩვენ რომ გაგვეკეთებინა, სანქციებს დაგვაკისრებდნენ.

ტრანსფერები? ვერ ვხედავ დიდი ინვესტიციების აუცილებლობას, რამაც შეიძლება გააფუჭოს ის, რასაც ვაჩვენებთ და გვყავს დაბალანსებული გუნდი. მომდევნო სეზონში გავი დაგვიბრუნდება, ასევე გვყავს პედრი და დე იონგი, რომლებიც მსოფლიო კლასის მოთამაშეები არიან, როგორც ყველა ფეხბურთელი, რომლებიც გვყავს“, - თქვა ლაპორტამ.

0.139988